პაკისტანში კორონავირუსით ორი დეპუტატი გარდაიცვალა
პაკისტანში კორონავირუსით ორი დეპუტატი გარდაიცვალა

პაკისტანში კორონავირუსით ორი დეპუტატი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში პაკისტანში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა 4 772 შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის დეპუტატი, 65 წლის მიან ჯამშედ დინ კაკახელი. ამავე პროვინციაში კორონავირუსი კიდევ ორ კანონმდებელს დაუდასტურდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად პენჯაბის პროვინციაში გარდაიცვალა დეპუტატი შაუკატ მანზურ ჩეემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მხარი დაუჭირა.

პრემიერის თქმით, შეზღუდვები ეკონომიკას ანადგურებს. როგორც იმრან ხანმა აღნიშნა, მოქალაქეებს მოუწევთ ვირუსთან ერთად ცხოვრება.

პაკისტანში გამოვლენილია კორონავირუსის 83 ათასზე მეტი შემთხვევა, 1688 ინფიცირებული გარდაიცვალა.