პაკისტანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 796-ით გაიზარდა
პაკისტანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 796-ით გაიზარდა

პაკისტანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 796-ით გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით სულ 9216 ადამიანია  ინფიცირებული. მათგან 192 დაიღუპა.