პაკისტანში ირანის ელჩი - პაკისტანის შს მინისტრმა ჩემი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში მიღწევები მომილოცა, მეორე მხარე თუ საკმარისად იქნება ჩართული, პოზიტიური ნაბიჯები იდგმება
რამდენიმე წუთის წინ პატივცემულმა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჩემმა ძვირფასმა ძმამ თეირანიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში მიღწევები მომილოცა, – ამის შესახებ პაკისტანში ირანის ელჩი რეზა ამირი მოგადამი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რეზა ამირი აღნიშნავს, პაკისტანის გულწრფელი დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონს ხანგრძლივ მშვიდობამდე მიიყვანს.
„ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ მეორე მხარე თუ საკმარისად იქნება ჩართული, პოზიტიური ნაბიჯები იდგმება, რომელიც ეფუძნება ირანის ისლამური რესპუბლიკის ღირსეულ პოზიციებს, მამაცი შეიარაღებული ძალების სიმტკიცესა და მამაცი ირანელი ხალხის წინააღმდეგობას, ასევე პაკისტანელი შუამავლის ინიციატივასა და თავდადებულ ძალისხმევას“, – წერს მოგადამი.