პაკისტანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა

11:11, 06.06.2020

პაკისტანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 97 ადამიანი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 1 935 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 4 734 შემთხვევა. სულ „კოვიდ-19“ პაკისტანში 93 983 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 32 581 პაციენტი.

მსგავსი