პაკისტანში, ყარაჩის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივ საავადმყოფოებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 56 ცხედარი გადაასვენეს, რასაც პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის მედიაკოორდინატორიც ადასტურებს.
ბორტზე სულ 90 მგზავრი და „პაკისტან ინთერნეიშენალ ეარლაინის“ ცხრა თანამშრომელი იმყოფებოდა. სამგზავრო თვითმფრინავი ლაჰორი-ყარაჩის რეისს ასრულებდა, როდესაც აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.