პაკისტანში „ასტრაზენეკას“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს
პაკისტანში „ასტრაზენეკას“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს

პაკისტანში „ასტრაზენეკას“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკისტანში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, ვაქცინის სხვადასხვა წყაროდან მოძიება იგეგმება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთიდან „სინოფარმის“ ვაქცინის ერთ მილიონზე მეტი დოზის მისაღებად ნებართვა გაცემულია. პაკისტანში რუსული წარმოების ვაქცინის შეტანასაც განიხილავენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პაკისტანში ​კორონავირუსის 516 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, პანდემიამ 11 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.