პაკისტანში აცხადებენ, რომ საზღვრის მიმდებარედ ავღანელი „თალიბების“ „არაპროვოცირებულ“ ცეცხლს უპასუხეს
პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, პაკისტან-ავღანეთის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე წერტილში, პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა „თალიბების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას უპასუხეს.
მათივე ინფორმაციით, „თალიბანმა“ ცეცხლი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის რამდენიმე სექტორში გახსნა, რის საპასუხოდაც, პაკისტანის ჯარებმა „დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს, რამაც მოწინააღმდეგის დიდი დანაკარგები გამოიწვია“.
იქამდე კი „თალიბანის” სამხედრო დანაყოფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ავღანეთმა პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებზე საპასუხო თავდასხმები დაიწყო. „თალიბანის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, ისინი პაკისტანს პროვოკაციას შესაბამისად უპასუხებენ.