პაკისტანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
People gather outside a hospital following an earthquake in Harnai, Balochistan, Pakistan, October 7, 2021, in this still image obtained from video. Courtesy of QuettaVoice.com / Social Media via REUTERS
პაკისტანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქია გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა.