პაკისტანმა, ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა
პაკისტანმა, ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა

პაკისტანის ხელისუფლებამ, ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ პაკისტანის მედია ავრცელებს.

პაკისტანის საავიაციო სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. კომერციული ფრენები ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელდება და საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები შესაბამისად უხელმძღვანელებენ თვითმფრინავებს შეუფერხებელი ფრენის უზრუნველსაყოფად.

პაკისტანის ხელისუფლების თქმით, ფრენების განრიგი დიდწილად უცვლელი დარჩება და, ნაწილობრივი შეზღუდვების მიუხედავად, ფრენები, სავარაუდოდ, ჩვეულ რიტმში შესრულდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა პაკისტანის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე 23 მაისამდე დახურა.

ცნობისთვის, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები 22 აპრილის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქაშმირის შტატის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში თავდასხმა მოხდა. შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.