პაკისტანმა ინდოეთის საზღვრისკენ სამხედრო ტექნიკა გადაისროლა
პაკისტანმა ინდოეთის საზღვრისკენ სამხედრო ტექნიკა გადაისროლა

პაკისტანმა ინდოეთის საზღვრისკენ სამხედრო ტექნიკა გადაისროლა.

ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო „ანის“ ინფორმაციით, პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალების „ეს-130“-ის ტიპის სამმა თვითმფრინავმა სამხედრო ბაზა „სკარდუზე“ სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა, რომელიც ინდოეთის ოლქის, ლადაკხის მახლობლად მდებარეობს.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ ისლამაბადის შემდეგი ნაბიჯი, აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე ავიაგამანადგურებლების და ბომბდამშენების განთავსება იქნება.

5 აგვისტოს, ინდოეთმა მის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის ნაწილში განსაკუთრებული სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ოლქს ავტონომიურ უფლებებს უზღუდავს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პაკისტანი ეწინააღმდეგება. ისლამაბადმა ინდოეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეამცირა, ვაჭრობა შეწყვიტა და შეთანხმებების გადახედვა დაიწყო.