პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქაბულში ჩავიდა
პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქაბულში ჩავიდა

პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის სამსახურის (Inter-Services Intelligence – ISI) ხელმძღვანელი ფაიზ ჰამიდი ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაციით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩავიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Times of India იტყობინება.

მედიაში არსებული ინფორმაციით, პაკისტანის მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი ქაბულში „თალიბანის“ ლიდერების მიწვევით ჩავიდა. ჰამიდის ავღანეთში ჩასვლა წინ უსწრებს ავღანეთის ახალი სამთავრობო შემადგენლობის დასახელების შესახებ სამომავლო განცხადებას.