პაკისტანის შს მინისტრი აცხადებს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პაკისტანმა და ირანმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაწღიეს

12:43, 25.08.2026

ირანმა და პაკისტანმა მოლაპარაკებებში, რომელიც ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომის დასრულებას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, – ამის შესახებ პაკისტანის შს მინისტრმა, მოჰსინ ნაქვიმ თეირანში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაკისტანის შს მინისტრი მოჰსინ ნაქვი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ასიმ მუნირი, რომლებიც მოლაპარაკებებში მედიაციის როლს ასრულებენ, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.

მხარეებმა კონფლიქტის დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლის საკითხები განიხილეს.

„ირანის პრეზიდენტმა გულწრფელად გაგვიზიარა თავისი მთავრობის პოზიცია, ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან კონსტრუქციული გაცვლა“, – დაწერა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი