პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი პანჯშირის პროვინციაში შეტევებში მათი საავიაციო ძალების მონაწილეობას უარყოფს
პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი პანჯშირის პროვინციაში შეტევებში მათი საავიაციო ძალების მონაწილეობას უარყოფს

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ბაბარ იფთიხარი მტკიცედ უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი საავიაციო ძალები მონაწილეობენ ავღანეთის პანჯშირის პროვინციაში საჰაერო შეტევებში.

„ის, რაც ავღანეთის შიგნით ხდება, იქნება ეს პანჯშირი თუ სხვა პროვინცია, ჩვენთან კავშირში არ არის“, – აღნიშნა იფთიხარმა.

მისი თქმით, გავრცელებული ცნობები არის ყალბი და პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს მსგავსი ტიპის ტექნოლოგიურად მოწინავე უპილოტო საფრენი აპარატები არ აქვს.