პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დაუდგენელი მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

12:52, 17.02.2020

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დაუდგენელი მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებულია 50-მდე პირი. მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ.

უცნობი აირი საზღვაო პორტის მიმდებარე დასახლებაში გავრცელდა, რამაც პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები რესპირატორული ნიღბებით გადაადგილდებიან.

ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცებით, მომწამვლელმა აირმა პორტში მდგარი ერთ-ერთი გემიდან გაჟონა, რომელიც, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებებით არის დატვირთული. კარაჩის პორტის ოპერატორ კომპანიაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.

მსგავსი