პაკისტანის ქალაქ ბაჰავალნაგარში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა

16:14, 19.08.2021

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა დღეს, პაკისტანის ქალაქ ბაჰავალნაგარში (აღმოსავლეთ პენჯაბის პროვინცია) აფეთქების შედეგად.

როგორც ცნობილია, შემთხვევა შიიტური რელიგიური მსვლელობის დროს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რომლებიც დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.

 

მსგავსი