პაკისტანის პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შორის ისლამური დღესასწაულის – ეიდ ალ-ადჰას აღსანიშნად სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმება, „შესაძლოა, მალე გაფორმდეს“.

ამავე ცნობით, ირანის პრეზიდენტმა პაკისტანს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროცესში საუდის არაბეთის, თურქეთისა და კატარის როლიც აღნიშნა.