პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ტრამპს ირანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობას უხდის – „ვიმედოვნებ, ორივე მხარე დაიცავს შეთანხმებას და შეძლებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას“
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობას უხდის.
შეჰბაზ შარიფი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავს.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე კვლავაც დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შეძლებს ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ისლამაბადში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის განმავლობაში, რაც წერტილს დაუსვამს ამ კონფლიქტს სამუდამოდ“, – წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.