პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – მასუდ ფეზეშქიანთან თბილი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა, ვაფასებ ირანის მუდმივ ჩართულობას, დელეგაციის ისლამაბადში ვიზიტს, პაკისტანი რჩება ერთგული, იყოს შუამავალი
თბილი და კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ძმასთან, მასუდ ფეზეშქიანთან რეგიონში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის გულწრფელი შუამავლის როლის შესრულებას გააგრძელებს.
„ვაფასებ ირანის მუდმივ ჩართულობას, მათ შორის, ისლამაბადში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობდა. დღეს მასთან შეხვედრის შესაძლებლობაც მქონდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ, მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, პაკისტანი რჩება ერთგული, იყოს პატიოსანი და გულწრფელი შუამავალი და დაუღალავად იმუშაოს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და ხანგრძლივი სტაბილურობის ხელშეწყობისთვის“, – წერს შარიფი სოციალურ ქსელში.
Had a warm and constructive telephone exchange this evening with my brother, President Masoud Pezeshkian, on the evolving regional situation.
I appreciated Iran’s continued engagement, including the high-level delegation to Islamabad led by Foreign Minister Abbas Araghchi, whom…
— Shehbaz Sharif (@CMShehbaz) April 25, 2026