პაკისტანის პრემიერი - „თალიბანი“ ავღანეთში ინკლუზიური მთავრობის შექმნას თუ ვერ შეძლებს, ეს ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგება
პაკისტანის პრემიერი - „თალიბანი“ ავღანეთში ინკლუზიური მთავრობის შექმნას თუ ვერ შეძლებს, ეს ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „თალიბანი“ ავღანეთში ინკლუზიური მთავრობის შექმნას ვერ შეძლებს, ეს ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგება.

„თუ მათ ინკლუზიური მთავრობა არ ეყოლებათ, ეს ყველაფერი თანდათან სამოქალაქო ომში გადაიზრდება და ეს იმოქმედებს პაკისტანზეც“, – აღნიშნა იმრან ხანიმ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში მისი ქვეყანა უპირველესად უფრთხის ჰუმანიტარულ და ლტოლვილებთან დაკავშირებულ კრიზისებს, ასევე ავღანურ მიწებზე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წარმოშობას.

„ეს არის იდეალური ადგილი ტერორისტებისთვის, რადგან არ არსებობს კონტროლის შესაძლებლობა და ეს ჩვენი მთავარი საზრუნავია“, – აღნიშნა ხანიმ.