პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საფონდო ბირჟის შენობაზე თავდასხმის უკან ინდოეთი დგას
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საფონდო ბირჟის შენობაზე თავდასხმის უკან ინდოეთი დგას

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საფონდო ბირჟის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის უკან ინდოეთი დგას.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს, საკუთარი ბრალდება არ დაუსაბუთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახური შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

პაკისტანში, კარაჩში მდებარე საფონდო ბირჟის შენობას ოთხი შეირაღებული პირი დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივმა პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა.

ხანმა ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებულ სამუშაოს დიდი გამარჯვება უწოდა.

შეტევაზე პასუხისმგებლობა ბელუჯების გამათავისუფლებელმა არმიამ აიაღო.

„ალ ჯაზირა“ წერს, რომ პაკისტანი ინდოეთს ბელუჯების გამათავისუფლებელი არმიის მხარდაჭერაში ხშირად ადანაშაულებს.

დელიში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ.