პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, მურეს საკურორტო დასახლებასთან ათასამდე ავტომობილია ჩარჩენილი. გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვნენ სამხედროებიც.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უჩვეულო დიდთოვლობის სანახავად, ბოლო დღეების განმავლობაში მურეში 100 000-მდე მანქანა შევიდა, რამაც გზის პარალიზება და საცობი გამოიწვია. პუნჯაბის პროვინციის გუბერნატორმა ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოაცხადა.