პაკისტანის მთავრობა ყარაბაღის კონფლიქტში თავისი სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს
პაკისტანის მთავრობა ყარაბაღის კონფლიქტში თავისი სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

პაკისტანის მთავრობა ყარაბაღის კონფლიქტში თავისი სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ზაჰიდ ჰაფეეზ ჩაუდჰარის თქმით, სომხეთის მთავრობის განცხადებები უსაფუძვლოა და სამწუხაროა, რომ სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებების გადაფარვას უპასუხისმგებლო პროპაგანდით ცდილობს.

„ჩვენი მხრიდან, გვსურს განვმარტოთ, რომ პაკისტანი მუდმივად აგრძელებს აზერბაიჯანის დიპლომატიურ, მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. პაკისტანი გააგრძელებს აზერბაიჯანის მოძმე ერის გვერდით დგომას და მხარს დაუჭერს მის თავდაცვის უფლებას ნებისმიერი აგრესიისგან“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მხარდამხარ პაკისტანის სპეცდანიშნულების რაზმები იბრძვიან.