პაკისტანის მთავრობა ინდოეთის არმიის ხუთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

12:32, 07.05.2025

პაკისტანის მთავრობა ინდოეთის არმიის ხუთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

პაკისტანის არმიაში აცხადებენ, რომ საკონტროლო ხაზის მახლობლად ჩამოაგდეს სამი „რაფალის“ ტიპის, ერთი „სუ 30“-ის ტიპის და ერთი „მიგ 29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.

ამასთან, პაკისტანის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, იშაკ დარის დავალებით, გაერო-ში პაკისტანის მუდმივმა წარმომადგენელმა, ასიმ იფტიხარმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ინდოეთის მხრიდან თავდასხმის შესახებ აცნობა. პაკისტანმა თავდასხმის გამო ინდოეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიტიკა სრივასტავა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა პროტესტის გამოსათქმელად.

მსგავსი