პაკისტანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ
პაკისტანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

პაკისტანის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

თავდასხმა ბელუჯისტანის პროვინციაში, საპორტო ქალაქ გვადარში მოხდა. სასტუმრო „ფირლ კონტინენტალს“ სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს, რის შემდეგაც შენობაში მყოფების დიდი ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, შენობაში სროლის ხმა ისმის. გავრცელებული ცნობით, სასტუმროს ტერიტორიაზე შეჭრილმა შეიარაღებულ პირებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. მათ შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულებზე ცნობა ჯერ არ ვრცელდება.