პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მასწავლებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სროლა სახელმწიფო სკოლის სამასწავლებლოში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველები ეძებენ.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სკოლაში მომხდარი შემთხვევა უკავშირდება ამავე დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მამაკაცი საკუთარ მანქანაში მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ეს მამაკაცი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის თანამშრომელი იყო.