პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ერთ-ერთს სკოლაში აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აფეთქება ქალაქ პეშავარში მდებარე რელიგიურ სკოლაში მაშინ მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მოზარდები. არიან დაჭრილებიც. მათი რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანის ქალაქი პეშავარი ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ძალადობის შემთხვევები აქ ხშირად მოძრაობა „თალიბანს“ უკავშირდება.