პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მთავრობის სხდომის „ფეისბუქზე“ ტრანსლირებისას ე.წ. კატის ფილტრი ჩაირთო
პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მთავრობის სხდომის „ფეისბუქზე“ ტრანსლირებისას ე.წ. კატის ფილტრი ჩაირთო

პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მთავრობის სხდომის „ფეისბუქზე“ ტრანსლირებისას ე.წ. კატის ფილტრი ჩაირთო.

ინციდენტი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მოხდა. პროვინციის ინფორმაციის მინისტრის შუქათ იუსუფზაის, ასევე ადგილობრივი მთავრობის სხვა წევრების კატის ყურებიანი გამოსახულებები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მოგვიანებით მმართველმა პარტიამ (PTI) განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ მომხდარი სოციალური მედიის პრაქტიკანტ-მენეჯერის შეცდომა იყო. პარტიამ პირობა დადო, რომ მომავალში ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ.