პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ტერორისტული თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ტერორისტული თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 35 პირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, აფეთქება რელიგიური სასწავლებლის მედრესეს შესასვლელთან მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

თითქმის ამავე დროს პაკისტანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ყარაჩიში ჩინეთის საკონსულოს სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შედეგად ორი სამართალდამცველი დაიღუპა.

ყარაჩიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა მოძრაობამ, „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

დატოვე კომენტარი