პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი 24 აგვისტოს თეირანს ეწვევა
პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი 24 აგვისტოს თეირანს ეწვევა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებს ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში, რომლებიც, მათ შორის, არსებული ომის დასრულებას ისახავს მიზნად.