პაკისტანი რამადანის მოახლოებასთან დაკავშირებით მეჩეთებში შეკრებაზე შეზღუდვებს ამსუბუქებს
პაკისტანი რამადანის მოახლოებასთან დაკავშირებით მეჩეთებში შეკრებაზე შეზღუდვებს ამსუბუქებს

პაკისტანში მეჩეთებში შეკრებებთან დაკავშირებით მიღებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებს.

გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტ, არიფ ალვისა და ქვეყნის რელიგიურ ლიდერებს შორის ჩატარებულ შეხვედრაზე მიიღეს.

ახალი რეგულაციები მიხედვით, მეჩეთებში აუცილებელი იქნება 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხოლო სამლოცველოებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების პასუხისმგებლობა თავად მეჩეთებს დაეკისრებათ.

მთავრობამ მოსახლეობას განუცხადა, რომ ახალი ზომების ხშირი დარღვევების შემთხვევაში მმართველი ძალა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის უფლებას იტოვებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.