პაკიაომ და ბრონერმა მზერათა დუელი გამართეს
პაკიაომ და ბრონერმა მზერათა დუელი გამართეს

19 იანვარს, ლას ვეგასის MGM Grand-ში, მნიშვნელოვანი საკრივო ორთაბრძოლა გაიმართება. ნახევრადსაშუალო წონაში WBA Regular-ის ტიტულის მფლობელი, ფილიპინელი მენი პაკიაო (60-7-2, 39KO) ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ ედრიენ ბრონერს (33-3-1, 24KO) შეხვდება.

შაბათს შედგება აწონვის ცერემონია, მანამდე კი მოკრივეები ერთმანეთის პირისპირ საკონფერენციო დარბაზში წარსდგნენ და ე. წ. მზერათა დუელი გამართეს.

პაკიაო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ბოლოს მან აქ 2016 წლის ნოემბერში, ჯესი ვარგასის წინააღმდეგ იჩხუბა.