პაკიაო და ბრონერი ლას ვეგასში იჩხუბებენ
პაკიაო და ბრონერი ლას ვეგასში იჩხუბებენ

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო ამერიკელ ედრიენ ბრონერს 19 იანვარს დაუპირისპირდება, – იტყობინება ტელეარხი Showtime.

ბრძოლა, რომელშიც პაკიაოს კუთვნილი WBA-ის საჩემპიონო ქამარი (66 კგ.) თამაშდება, ლას ვეგასში გაიმართება.

39 წლის პაკიაომ პროფესიულ კარიერაში 60 გამარჯვება მოიპოვა (39 – ნოკაუტით), შვიდჯერ დამარცხდა (სამჯერ – ნოკაუტით) და ორი ბრძოლა ფრედ დაასრულა.

ბოლო შეხვედრა მან ივლისში ჩაატარა, როდესაც ტექნიკური ნოკაუტით აჯობა არგენტინელ ლუკამ მატისეს.

29 წლის ბრონერის ანგარიშზე – 33 მოგება (24 ნოკაუტით), სამი წაგება დ ერთი ფრეა.