პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ფოთის ჰოსპიტალიდან დღეს გაწერეს

21:43, 25.03.2020

პაციენტი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ფოთის ჰოსპიტალიდან დღეს გაწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

„დაგვემატა ორი შემთხვევა მარნეულიდან და თურქეთიდან, ორივე ქალია. 50 და 52 წლისანი არიან. კარანტინიდან მოიხსნა სამი პირი და დარჩა ოთხი. თვითიზოლაციაში იმყოფება 62 პაციენტი, ჯამში კი 20 ადამიანს მოეხსნა თვითიზოლაცია. ყველანი კარგად გრძნობენ თავს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი