პაბლო ჰისპანი - განვაგრძობთ საქართველოსადმი მოწოდებას, დაიცვას ევროპული ღირებულებები და ვალდებულება აიღოს ისეთ რეფორმებზე, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიას
ასამბლეა გმობს აქციების ძალადობრივ ჩახშობასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსული კანონების არასათანადო გამოყენებას. განვაგრძობთ საქართველოსადმი მოწოდებას, დაიცვას ევროპული ღირებულებები და ვალდებულება აიღოს ისეთ რეფორმებზე, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიას და არა შეასუსტებს მას, – ამის შესახებ ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის წევრმა, პაბლო ჰისპანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
„ლუქსემბურგში მუდმივმოქმედი კომიტეტი განიხილავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს შესახებ, სადაც მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც ეწინააღმდეგება ადრეულ დაპირებებს. ასამბლეა გმობს საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსული კანონების არასათანადო გამოყენებას. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი მოწოდებას, დაიცვას ევროპული ღირებულებები და ვალდებულება აიღოს ისეთ რეფორმებზე, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიას და არა შეასუსტებს მას. ამ პრობლემებზე რეაგირების მიზნით ასამბლეა ცდილობდა კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა შექმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ დიალოგის გასაგრძელებლად და იმის სანახავად, თუ როგორ გაუარესდა სიტუაცია“, – აღნიშნა პაბლო ჰისპანმა.