პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენ დავით აღმაშენებლის შთამომავლები კი არ ვართ, ჩვენი დღევანდელი ფიზიონომია რუსეთის იმპერიიდან მოდის
პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენ დავით აღმაშენებლის შთამომავლები კი არ ვართ, ჩვენი დღევანდელი ფიზიონომია რუსეთის იმპერიიდან მოდის

ჩვენ დავით აღმაშენებლის შთამომავლები კი არ ვართ, ჩვენი დღევანდელი ფიზიონომია რუსეთის იმპერიიდან მოდის, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს ასეა. თუ მართლა გვინდა, დავინახოთ, რა პრობლემები გვაქვს, კეთილი ვინებოთ და, სარკეში ჩავიხედოთ. ვნახოთ, რომ ფიზიონომია ორმა იმპერიამ, რუსეთმა და ოსმალეთმა, უფრო რუსეთმა ჩამოაყალიბა. ოკუპაციას მარტო ბოლშევიკები ვერ გააკეთებდნენ, ქემალისტურ თურქეთთან კავშირი რომ არ ყოფილიყო. მათ შუაში გაეჩხირათ დემოკრატიული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამიტომ, რუსეთის და ქემალისტური რესპუბლიკის ეს ორი ახალი ძალა ერთმანეთთან კონტაქტს ვეღარ ახერხებდა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა განაცხადა, მას ძალიან უყვარს მე-19-მე-20 საუკუნეები, რადგან ჩვენი ფიზიონომია სწორედ აქ ჩამოყალიბდა.