პაატა სალიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
პაატა სალიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პაატა სალიამ ჯანლუკა ესპოზიტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს ეფექტიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

პაატა სალია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და კოლეგებს ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.