პაატა სალია – ვიზიარებ ფონიჭალაში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, ეს არის დანაკარგი, რომლის წინაშეც სიტყვები უძლურია, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს
ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. ეს არის დანაკარგი, რომლის წინაშეც სიტყვები უძლურია. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს პაატა სალია.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.