პაატა სალია - საზოგადოებრივი საბჭოს საკითხზე მსჯელობა ხვალ გვექნება
პაატა სალია - საზოგადოებრივი საბჭოს საკითხზე მსჯელობა ხვალ გვექნება

საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხზე მსჯელობა ხვალ გვექნება, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

,,საზოგადოებრივი საბჭოს საკითხი დღეს არ დასმულა, ამაზე გვექნება საუბარი. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად შევარჩიეთ უფრო ვრცელი ფორმატი, ვიდრე დღეს გვქონდა. ამასთან დაკავშირებით ხვალ გვექნება საუბარი. ხვალ დაახლოებით 14:00 საათზე იქნება შეხვედრა, თუმცა ჯერ ამ საკითხებს გავივლით „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან და გაცნობებთ“, – განუცხადა სალიამ ჟურნალისტებს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ითხოვენ, შეიქმნას არხის საზოგადოებრივი საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან ეკა გიგაური, სულხან სალაძე, გიორგი მშვენიერაძე, მიხეილ ბენიძე, ნატა ძველიშვილი, ნინო დანელია, ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში.