პაატა სალია - სარედაქციო პოლიტიკა არის კომპანიის, მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი
პაატა სალია - სარედაქციო პოლიტიკა არის კომპანიის, მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი

ჩემი პოზიციაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება უნდა იყოს მაქსიმალურად კრიტიკული, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა ჟურნალისტები განსასაზღვრია.

„სარედაქციო პოლიტიკა არის კომპანიის გადასაწყვეტი. ვგულისხმობ მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი. ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ არ ვაპირებ რაიმე კომენტარები გავაკეთო. ახლა სხვა ვალდებულებები მაქვს, სხვა პოზიცია მაქვს. შესაბამისად, ამ პოზიციიდან გამომდინარე გეუბნებით, ყველანაირი ჩემი განცხადება ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ვინმემ აღიქვას რაიმე სახის ზეწოლად, მითითებად და ა.შ. ჩემი პოზიცია არის ზოგადად, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება უნდა იყოს მაქსიმალურად კრიტიკული, შესაბამისად, ყველას თავისებურად შეიძლება, ესმოდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებში არის ხელშეუხებელი. ჩემთვის „რუსთავი 2“ და სხვა მედიასაშუალებები არის მეტნაკლებად კრიტიკული“, – განაცხადა პაატა სალიამ.