პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში განთავსებული კომპანია „ინტერმედიადან“ დოკუმენტაციის ამოღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება
პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში განთავსებული კომპანია „ინტერმედიადან“ დოკუმენტაციის ამოღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიაში განთავსებული კომპანია „ინტერმედიადან“ დოკუმენტაციის ამოღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება.

ამასთან, პაატა სალიამ განმარტა, რა განცხადებით მიმართა პროკურატურას, რის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული.

„ჩვენი ვალდებულებაა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელი შევუწყოთ. პროკურატურის ყურადღების მიპყრობას „რუსთავი2“-ის მიმართ, აქვს რამდენიმე საფუძველი. ტელეკომპანიაში ფინანსური მდგომარეობა რთულია. ალოგიკური ხელშეკრულებებია გაფორმებული. შესაბამისად, მივმართე განცხადებით საგამოძიებო უწყებას, რადგან დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და აქედან გამომდინარე, მივმართე პროკურატურას. განცხადებაში ზოგადი ინფორმაციაა არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც რაიმე ტიპის შესაძლო დანაშაულს ეხება. აქ ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას“, – განაცხადა სალიამ.