პაატა სალია - „რუსთავი 2“-ის ყიდვის სურვილი ჯერ არავის გამოუხატავს
პაატა სალია - „რუსთავი 2“-ის ყიდვის სურვილი ჯერ არავის გამოუხატავს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ტელეკომპანის ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, პაატა სალიამ აღნიშნა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ისაუბრებს.

„ჯერ დღე არ დასრულებულა. დაველოდოთ დღევანდელი დღის გასვლას და ამის შემდეგ შეგვეძლება სამომავლო გეგმებსა და შემდგომ ნაბიჯებზე საუბარი. ტელევიზიის გაკოტრების რეჟიმში გადაყვანას არ ვაპირებთ. ვმუშაობთ ფინანსების მოძიების სხვადასხვა გზებზე, მაგრამ ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, ტელეკომპანიის ინტერესები რომ არ დავაზარალოთ და კონკურენტებს რომ უპირატესობა არ მივცეთ“, -აღნიშნა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის წინაშე არსებული დავალიანების გათვალისწინებით, მან არხის გაყიდვა გადაწყვიტა.

„გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში“- აღნიშნული იყო არხის მესაკუთრის განცხადებაში..