პაატა სალია - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრა გაცილებით კონსტრუქციული იყო
პაატა სალია - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრა გაცილებით კონსტრუქციული იყო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სალიამ განაცხადა, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგა.

„შედგა შეხვედრა, დაგეგმილია მომდევნო შეხვედრები. საუბარი გუშინდელთან შედარებით იყო გაცილებით კონსტრუქციული“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით,  ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ბოლო ერთობლივ მიმართვაზე, რომლითაც ისინი ითხოვენ, მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო და დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

„არასწორი იქნება, ამაზე კი ან არა გიპასუხოთ. არ მისაუბრია ქიბარ ხალვაშთან, მოგვიანებით გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიას თქმით, არხზე ცუდი ფინანსური მდგომარეობაა.

„არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, ვფიქრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ვერ გააგრძელებს არხზე ჟურნალისტურ საქმიანობას, ხოლო, რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, თვითრეგულირების საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვის ვადის გასვლის მერე განაგრძობს არხზე საქმიანობას. სალიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას გარდა, ცვლილება არ შეეხება არავის და არც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს.