პაატა სალია - მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, თუმცა ეს კრიტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული
პაატა სალია - მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, თუმცა ეს კრიტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული

მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, თუმცა ეს კრიტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, არხზე უნდა იყოს კრიტიკა, მაგრამ მაქსიმალური ობიექტურობისა და სიმართლის ფარგლებში.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, უბრალოდ ჩემი სურვილია, ეს კრიტიკა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. საუბარი მაქვს პროფესიონალურ კრიტიკაზე. მე ვთვლი, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით.  ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალური კრიტიკა, მაგრამ მაქსიმალური ობიექტურობის და მაქსიმალური სიმართლის ფარგლებში, ანუ ეს კრიტიკა არ უნდა დაემსგავსოს რაღაც ტყუილების გავრცელებას, „ფეიკ ნიუსი“ არ უნდა იყოს „რუსთავი 2“- ზე.

მე ვთვლი, რომ „რუსთავი 2“ უნდა იყოს მაქსიმალურად კრიტიკული და ეს კრიტიკა მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რაც კრიტიკის ობიექტს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებები ჰქონდეს ჩვენი ტელევიზიის მიმართ“, – განაცხადა პაატა სალიამ.