პაატა სალია - კომპანიაში ყოველდღიური ამოცანების შესრულება უფრო აუცილებელია, ვიდრე ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი
პაატა სალია - კომპანიაში ყოველდღიური ამოცანების შესრულება უფრო აუცილებელია, ვიდრე ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი

კომპანიაში ყოველდღიური ამოცანების შესრულება უფრო აუცილებელია, ვიდრე ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი, – ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარების საკითხს.

მისი თქმით, არსებობს მრავალი ეჭვი ტელევიზიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ეს კომპანია ვერ ფარავს იმ ხარჯებს, რა შემოსავალიც აქვს. ბადებს ეჭვებს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და როგორ არსებობდა ტელევიზია ამ ფინანსური მაჩვენებლებით. ხშირად იშველიებენ ყადაღის თემას, უნდა ითქვას, რომ ჩვენი დავის დროს ყადაღა უძრავ და მოძრავ ქონებას ედო, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით, ყადაღა მოგვეხსნა, თუ ეს კომპანიას სჭირდებოდა. იყო საუბარი, რომ მოკლევადიანი სესხები სჭირდებოდა კომპანიას და ამაზე თანხმობაც განვაცხადეთ მაშინვე, თუმცა არც ერთი ნაბიჯი არ ყოფილა. ფინანსურად რთული წარმოსადგენია, რომ მხოლოდ ამ ყადაღის გამო არის ასეთი მძიმე მდგომარეობა კომპანიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, რასაც დროთა განმავლობაში პასუხი გაეცემა. ჩვენი მხრიდან ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კომპანიის მოწვევა აუდიტის ჩასატარებლად“, – აცხადებს პაატა სალია.