პაატა სალია - ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობისა და დიჯიტალიზაციის სფეროში
პაატა სალია - ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობისა და დიჯიტალიზაციის სფეროში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, სამიტი საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იმართება.

„სამიტის ფარგლებში იქნება როგორც ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ასევე ცალკეული შეხვედრები დარგობრივი მინისტრებთან. მე უშუალოდ გავმართავ შეხვედრას შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უკვე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლითაც ჩამოყალიბებულია 2024-2025 წლების ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მიერ. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში, ასევე ეს ეხება საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას, რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის და საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან. ჩვენი თანამშრომლობა ასევე მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვას და ურთიერთგაცვლის პროგრამების განსაზღვრას“, – განაცხადა პაატა სალიამ.