პაატა სალია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს ჯერ არ შეხვედრია
პაატა სალია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს ჯერ არ შეხვედრია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს ჯერ არ შეხვედრია.

როგორც სალია ამბობს, საუბარი აქიმიძესთან და დვალთან სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შედგება და ამის შემდეგ გაირკვევა მხარეთა პოზიციები ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე ჯერ არ ყოფილა შეხვედრა. ძალიან ცოტა დრო გავიდა. მოკლე დროში შევიტყვეთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ცხადდებოდა. იყო საუბრები მანამდეც და დარწმუნებული ვარ, ამ უახლოეს დღეებშიც იქნება შეხვედრა და გავერკვევით. ეს არის მათი გადასაწყვეტი. ვფიქრობ, მათი გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ეს არ შეეხება კომპანიის მუშაობას.

თქვენთვის ცნობილია ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელიც გააკეთა 18 ივლისს და იქ მოიხსენია ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. მათაც მიულოცა ეს გამარჯვება და თქვა, რომ მათთან ერთად ეცდება ამ კომპანიის მომავალი დაინახოს. დანარჩენი, როგორ განხორციელდება, რამდენი წილი იქნება, ეს არის მათი გადასაწყვეტი და ვფიქრობ, აუცილებლად მოილაპარაკებენ ერთმანეთში“, – განაცხადა სალიამ.

დატოვე კომენტარი