პაატა პავლიაშვილის ოჯახი გენერალურ ინსპექციას საქმის შესწავლას სთხოვს
პაატა პავლიაშვილის ოჯახი გენერალურ ინსპექციას საქმის შესწავლას სთხოვს

ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე, გარდაცვლილის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პავლიაშვილის მეუღლემ და ოჯახის ადვოკატმა განაცხადეს, ისინი გენერალური ინსპექციისგან ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

“არ გვაქვს არანაირი პრეტენზია პროკურატურასთან. ჩვენი ყველა მოთხოვნა – მტკიცებულებების მოპოვება და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგლომლობები დააკმაყოფილა. თუ რაიმე სახის ახალი გარემოება გამოვლინდა, შესაძლებელია, კვლავ მივმართოთ პროკურატრას გამოძიების განახლების მოთხოვნით. დღეს მივმართავთ გენერალურ ინსპექციას, ვითხოვთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედების თუ უმოქმედობის კანონიერების შესწავლას, რამდენად კანონიერად განახორციელეს მათ ქმედებები,კერძოდ რამდენიმე მიმართულეით გვაქვს კითხვა. პირველი, ეს არის, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო დაკავება და იყო თუ არა საერთოდ ამის საფუძველი. მეორე კითხვა შეეხება, თუ რატომ არ მოხდა ვიდეო გადაღება ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტების, რომელიც ამ საქმისთვის ყვეკაზე მნიშვნელოვანი იყო და ეს კადრები ნათელს მოფენდა ყველაფერს და მესამე როდესაც პაატა პავლიაშვილი აცხადებდა, რომ ცუდად იყო, რამდენად დროულად მოახდინეს ეფექტური ღონისძიებების გატარება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. აქვე აღვნიშნავ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, პაატა პააავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ჰაერის მწვავე უკმარისობა გახდა. ჩვენ კადრებში ვნახეთ, რამდენი ადამიანი იყო პავლიაშვილის გარშემო, ამიტომ გვაინტერესებს საპატრულო პოლიციისგან, რამდენად ჯეროვნად მოხდა უფლებამოსილების შესრულება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ყველაფრის ამის შესწავლას ვთხოვთ გენერალურ ინსპექციას, მან უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან ვეფხაძე.

პავლიაშვილის მეუღლის განცხადებით, არის რამდენინე კითხვა რაზეც ოჯახმა პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.