პაატა მხეიძე - იმ ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე ვსაუბრობთ, რამაც არჩევნების შედეგი განაპირობა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრები გრძელდება. როგორც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე წინასაარჩევნო კამპანიის გაანალიზება ხდება.
„გავაანალიზებთ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას. იყო გარკვეული ხარვეზები, რამაც განაპირობა აღნიშნული შედეგი. ვიმსჯელებთ ამ ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე. საკმაოდ მობილიზებულია აქტივი და ვფიქრობთ, რომ დავდებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება საქართველოს.
იყო ხალხთან საუბარი, თუმცა როგორც ჩანს არასაკმარისი. ხალხს ჰქონდა სწრაფი მოლოდინი იმ სიკეთეების, რომელსაც ქმნის „ქართული ოცნება“. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიკეთეები სწრაფად არ აისახა იმ კეთილდღეობაზე, რაც მაცივრის გამოღებასთან და სხვა დანარჩენთან არის დაკავშირებული. ამიტომ, კომუნიკაცია გვექნება ყველა ჩვენს მოსახლესთან, ყველა მცხოვრებთან“, – განაცხადა პაატა მხეიძემ.