პაატა მანჯგალაძე - ზურაბიშვილს აქვს ბერკეტები, შეიწყალოს სააკაშვილი და გვარამია, ვიცი, რომ ნაწყენია, მაგრამ ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არ არის? პრეზიდენტია და გადაწყვეტილება აქვს მისაღები
პაატა მანჯგალაძე - ზურაბიშვილს აქვს ბერკეტები, შეიწყალოს სააკაშვილი და გვარამია, ვიცი, რომ ნაწყენია, მაგრამ ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არ არის? პრეზიდენტია და გადაწყვეტილება აქვს მისაღები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აუცილებელია წინააღმდეგობის სხვადასხვა კერა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.

„ეს არის არა დემოკრატიული ხელისუფლება, არამედ ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც სულს ღაფავს და მის წარმოდგენაში ნებისმიერი კომპრომისი აღქმულია, როგორც სისუსტე. ამიტომ არაფერს გააკეთებს, რაც სჭირდება საქართველოს და საზოგადოებას. ბოლომდე შემოგვასკდებიან, რომ სკამები არ გამოეცალოთ. მესიჯბოქსი, რომ თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ, ამას პროტესტი მოჰყვება, მგონი, საოცარი მასშტაბის კაგებეშნიკური ვირეშმაკობაა. როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანებში ადამიანის გადარჩენამ პროტესტი გამოიწვიოს, ვინაიდან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სააკაშვილი დარიშხანით არის მოწამლული, რომელიც ყოველდღე იწვევს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას. ადამიანმა 40 კილოზე მეტი დაიკლო და უფრო და უფრო პროგრესირებს ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე როცა ვსაუბრობთ, ევროპაში პრეზიდენტებს არავინ წამლავს და არც არავინ საპატიმროში არ კლავს. „ქართული ოცნება“ სარკოზის დაკავების არგუმენტს აღარ ახსენებს, რადგან მნიშვნელოვანია, რა მოხდა – სარკოზის სამაჯური გაუკეთეს და შიდაპატიმრობაში იმყოფება. თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია, ისტორიაში ქვეყნისთვის რამე გააკეთოს, გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას. ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია, რომ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯები. სალომე ზურაბიშვილს აქვს ბერკეტები, სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს, რაც იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვიცი, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, მაგრამ პრეზიდენტია და ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არ არის? პრეზიდენტია და გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.