პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს სანქციები დაუწესდეთ
პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს სანქციები დაუწესდეთ

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუშაობს, რომ სანქციები დაუწესდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ამ ადამიანებმა 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს და არაფრად ჩააგდეს საერთაშორისო პარტნიორები და ფარატინა ქაღალდად გამოაცხადეს შარლ მიშელის შეთანხმება.

„ჩვენი მიზანი არ არის, სანქციები ქვეყანას დაუწესდეს, არამედ გვინდა, პერსონალური სანქციების დაწესება. იმისათვის, რომ შეთანხმება ფარატინა ქაღალდად არ იქცეს, პარლამენტში ორი მიზეზით ვრჩებით – 43 პროცენტიან ბარიერზე ლაპარაკის უფლება გვქონდეს და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. ამ ორი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტო ცხოვრებაში. „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეთანხმებიდან გაიქცეს, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მას სივრცე არ დავუტოვოთ არჩევნებში არმონაწილეობით. მათი გათვლა იყო, რომ პარლამენტიდან წავიდოდით და იმ წესრიგს მოაწყობდა, რაც მას სჭირდება. მათ ამის ფუფუნებას არ მივცემთ. სწორია, რომ საზოგადოების განწყობა გავზარდოთ და კალმის შემოხაზვით „ქართული ოცნება“ სახლში გავუშვათ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.